პირობები

მხიარული ზუმერის დაყენება

საერთო ზუმერის დაყენება

ყველასათვის განკუთვნილი ზუმერის დასაყენებლად აკრიფეთ: 52225, ზუმერის ოთხნიშნა კოდი (XXXX) და OK.


პერსონალური ზუმერის დაყენება

კონკრეტული აბონენტისათვის განკუთვნილი, პერსონალური ზუმერის დასაყენებლად აკრიფეთ: 52225, ზუმერის ოთხნიშნა კოდი (XXXX), აბონენტის 9-ნიშნა ნომერი (5XXYYYYYY) და OK.


დაყენებული ზუმერების შემოწმება

გააქტიურებული საერთო ან პერსონალური ზუმერების სტატუსის შესამოწმებლად დარეკეთ ნომერზე 5222501. ინფორმაციას მიიღებთ SMS-ის სახით.

მხიარული ზუმერის გამორთვა

საერთო ზუმერის გამორთვა

საერთო ზუმერის გამოსართავად აკრიფეთ: 522250 OK.


პერსონალური ზუმერის გამორთვა

პერსონალური ზუმერის გამოსართავად აკრიფეთ: 522250, აბონენტის 9-ნიშნა ნომერი და OK


ყველა ზუმერის გამორთვა

ყველა ზუმერის გამოსართავად აკრიფეთ: 522250000 OK.


ზუმერის შეცვლა

დააყენეთ ახალი ზუმერი და ის ავტომატურად ჩაანაცვლებს ძველს.

ტარიფები

ქართული ზუმერი

ერთი ქართული ზუმერის დაყენების ღირებულებაა 10 თეთრი, დღიური სააბონენტო - 3 თეთრი.

დაყენებული ზუმერების რაოდენობა განსაზღვრავს სააბონენტო გადასახადს, მაგალითად, სამი ზუმერის დაყენების შემთხვევაში დღიური სააბონენტო იქნება 9 თეთრი.


უცხოური ზუმერი

ერთი უცხოური ზუმერის 30 დღით დაყენების ღირებულებაა 1.5 ლარი.

დაყენებული ზუმერების რაოდენობა განსაზღვრავს 30-დღიანი სარგებლობის საფასურს. მაგალითად, ორი უცხოური ზუმერის დაყენების შემთხვევაში გადაიხდით 3 ლარს.

სხვა

მხიარული ზუმერის მოსმენა მობილური ტელეფონიდან

  • მხიარული ზუმერის მობილური ტელეფონიდან მოსასმენად დარეკეთ ნომერზე 522259XXXX (სადაც XXXX ზუმერის ოთხნიშნა კოდია).
  • მხიარული ზუმერის მოსმენა მობილურიდან - 24 თეთრი/წუთი.


საკუთარი აუდიოფაილის ზუმერად დაყენება

  • საკუთარი აუდიოფაილის საერთო ზუმერად დასაყენებლად გაგზავნეთ ფაილი MMS-ით ნომერზე 52225.
  • საკუთარი აუდიოფაილის პერსონალურ ზუმერად დასაყენებლად MMS-ის ტექსტში ჩაწერეთ 5XXYYYYYY (სადაც 5XXYYYYYY აბონენტის 9-ნიშნა ნომერია).
  • საკუთარი აუდიოფაილის პერსონალურ ზუმერად ერთდროულად რამდენიმე ნომრისთვის დასაყენებლად MMS-ის ტექსტში სასურველი ნომრები ჩაწერეთ ინტერვალით (ან გამოყავით სიმბოლოთი *).
  • საკუთარი აუდიოფაილის ზუმერად დაყენების ღირებულებაა 10 თეთრი (ყოველ განსხვავებულ ნომერზე), რასაც დაემატება 1 MMS-ის ღირებულება.